შვეიცარიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ჯერდან შაქირიმ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა „ბაზელთან“, – დაწერა შვეიცარიული კლუბის პრესსამსახურმა.
32 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა მას შემდეგ, რაც ამ ზაფხულს დატოვა MLS-ის კლუბი „ჩიკაგო ფაირი“.
შაქირი „ბაზელის“ აღზრდილია. 2012 წელს ის „ბაიერნმა“ შეიძინა 12 მილიონ ევროდ. ნახევარმცველს ასევე აქვს „ლივერპულში“, „ინტერში“, „სტოკ სიტისა“ და „ლიონში“ თამაშის გამოცდილება. შვეიცარიის ნაკრებში მან 125 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა. ევრო 2024-ის შემდეგ შაქირიმ საერთაშორისო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.