მესი „ინტერ მაიამიში“ წელიწადში 20.4 მილიონს გამოიმუშავებს - ეს MLS-ის რეკორდია #1TVSPORT
მესი „ინტერ მაიამიში“ წელიწადში 20.4 მილიონს გამოიმუშავებს - ეს MLS-ის რეკორდია #1TVSPORT

ცნობილი გახდა ლიონელ მესის შემოსავალი „ინტერ მაიამიში“. ირკვევა, რომ არგენტინელმა ვარსკვლავმა ამა წლის ივლისში MLS-ის ისტორიაში სარეკორდო კონტრაქტი გააფორმა.

ფორვარდის საბაზო ხელფასი წელიწადში 12 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო გარანტირებული კომპენსაციის ოდენობაა – 20.4 მილიონი. გარანტირებულ კომპენსაციაში შედის საბაზო ხელფასი და ყველანაირი ბონუსი, რომელიც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ აღნიშნულ თანხაში არ შედის გადახდები Adidas-სგან და Apple TV-სგან. მათი გათვალისწინებით, მესის ყოველთვიური შემოსავალი 50-60 მილიონ დოლარს უტოლდება.

MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეთა სიაში მეორე ადგილზეა „ტორონტოს“ ნახევარმცველი ლორენცო ინსინიე – 15.4 მილიონი, მესამეზე „ჩიკაგოს“ ნახევარმცველი ჯერდან შაქირი – 8.135 მილიონი.