გაბრიელ სიგუას „ბაზელმა“ ამხანაგურ მატჩში „ბაიერნთან“ ფრედ ითამაშა - ქართველ ნახევარმცველს ტრავმის გამო არ უთამაშია #1TVSPORT
გაბრიელ სიგუას „ბაზელმა“ ამხანაგურ მატჩში „ბაიერნთან“ ფრედ ითამაშა - ქართველ ნახევარმცველს ტრავმის გამო არ უთამაშია #1TVSPORT

„ბაზელმა“ ამხანაგური შეხვედრა გერმანულ გრანდთან, მიუნხენის „ბაიერნთან“ გამართა და 1:1 ითამაშა.

„ბაზელმა“ 3 იანვარს სამხრეთ ესპანეთში ზამთრის შეკრება დაიწყო, თამაშის წინ კი შვეიცარიაში გერმანელებთან სათამაშოდ დაბრუნდა და „ბაიერნს“ „სენტ იაკობ პარკზე“ უმასპინძლა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა შვეიცარიული კლუბის განაცხადში ვერ მოხვდა. გამოცემა bzbasel-ის ცნობით, სიგუას ტრავმა აქვს და მკურნალობს.

ანგარიში 59-ე წუთზე „ბაზელის“ არგენტინელმა თავდამსხმელმა, ხუან გაუტომ გახსნა. 70-ე წუთზე მიუნხენელების ნახევარმცველმა, ნოელ ასეკო ნკილიმ წონასწორობა აღადგინა.