„ბაზელის“ მთავარი მწვრთნელი - სიგუა კარგადაა მომზადებული, მას შეუძლია სადებიუტო თამაში მალე ჩაატაროს #1TVSPORT
„ბაზელის“ მთავარი მწვრთნელი - სიგუა კარგადაა მომზადებული, მას შეუძლია სადებიუტო თამაში მალე ჩაატაროს #1TVSPORT

შვეიცარიული საფეხბურთო კლუბის, „ბაზელის“ ქართველ ახალწვეულს, გაბრიელ სიგუას მდგომარეობა საშუალებას აძლევს, კლუბის ფორმით ითამაშოს, მაგრამ ჯერ ევროტურნირებზე გამოსვლის უფლება არ აქვს – ამის შესახებ წერილი გამოცემა tagblatt-მა გამოაქვეყნა.

„ბაზელი“ ქართველი აღმოჩენის, სიგუას ადაპტაციის გეგმაზე მუშაობს

18 წლის ქართველი ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა „ბაზელში“ გადავიდა და კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. მას ევროთასებზე თამაშის უფლება ჯერ არ აქვს. ესაა მომავალზე გათვლილი ხელშეკრულება – გაბრიელ სიგუა „ბაზელში“ 2028 წლამდე დარჩება.

„ბაზელის“ გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან გუნდის დაკომპლექტების დასრულებას. გაბრიელ სიგუასთან გაფორმებული კონტრაქტი ამისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. ქართველს 18 წელი 30 ივნისს შეუსრულდა. მას „დინამო თბილისის“ აკადემიაში პერსპექტიულ მოთამაშედ მიიჩნევდნენ.

„ბაზელში“ გადასვლამდე 31 მატჩი ჩაატარა „დინამოში“ და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში გოლიც გაიტანა. მანამდე ევროპის 21-წლამდელთა ნაკრებში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე იყო, მან სადებიუტო თამაში საქართველოს ეროვნულ გუნდშიც ჩაატარა.

ფოგელი ხაზს უსვამს სიგუას ნიჭსა და ფიზიკურ მომზადებას

„ბაზელის“ სპორტულმა დირექტორმა, ჰეიკო ფოგელმა ისაუბრა სიგუაზე, რომლის სატრანსფერო ღირებულება 800 ათასი ევროა: „გაბრიელი საქართველოში სამართლიანად ითვლება დიდ ტალანტად. ასაკის გათვალისწინებით, ძალიან კარგი აღნაგობა აქვს და ორთაბრძოლებშიც კარგია. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ, რომ შევძელით ცენტრალური შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ისეთი ახალგაზრდის დამატება, რომელსაც უმაღლეს დონეზე საერთაშორისო გამოცდილებაც აქვს“.

ჯერ სიგუას არ აქვს უფლება, რომ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში ითამაშოს. მას ტურნირზე თამაშის უფლება მხოლოდ „ბაზელის“ ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ექნება.

შვეიცარიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ტიმო შულცმა განმარტა, რომ სიგუას გუნდში დასამკვიდრებლად რამდენიმე ეტაპიანი გეგმა აქვს.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოვიქცეთ უახლოეს დღეებში. მომავალ კვირას ყაზახეთში გავემგზავრებით, მას კი თამაშის უფლება ჯერ არ აქვს. სიგუა უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს. კარგადაა მომზადებული და შეუძლია, სადებიუტო თამაში მალე ჩაატაროს. თუმცა. სიმართლე გითხრათ, მასთან დაკავშირებით ზუსტი გეგმა ჯერ არ გვაქვს“, – ამბობს „ბაზელის“ მთავარი მწვრთნელი.