საფრანგეთის რანგით მეორე პროფესიულ დივიზიონ პროდ2-ში (ProD2) მერვე ტურის მატჩები გაიმართა. აუტსაიდერების შეხვედრაში „მონტობანმა“ „ანგულემს“ უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 27:17 დაამარცხა.
შეხვედრა სტუმართა ძირითად შემადგენლობაში ვეტერანმა ქართველმა მორაგბემ, შალვა სუთიაშვილმა დაიწყო, რომელმაც მატჩის 49-ე წუთზე აგორებული მოლის შემდეგ ლელო მიითვალა.
„ანგულემის“ მხრიდან მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ბურჯები – ლუკა გოგინავა და ზაურ თევდორაშვილი ჩაერთნენ.
რვა ტურის შემდეგ „მონტობანს“, რომლისთვისაც ეს პირველი მოგება იყო, მხოლოდ 10 ქულა აქვს და მე-14 ადგილს იკავებს. „ანგულემი“ კი მოგების გარეშე ასპარეზობს და რვა ქულით ბოლო, მე-16 ადგილზეა.