თედო აბჟანდაძე „მონტობანში“ ითამაშებს #1TVSPORT
თედო აბჟანდაძე „მონტობანში“ ითამაშებს #1TVSPORT

თედო აბჟანდაძე „ბრივიდან“ „მონტობანში“ გადადის – ინფორმაციას allrugby.com  ავრცელებს.

„მონტობანი“ Pro D2-ში (საფრანგეთის რანგით მეორე ყველაზე პრესტიჟულ სარაგბო ჩემპიონატი) ასპარეზობს.

„მონტობანს“ ძველი და მდიდარი ისტორია აქვს. კლუბი 1903 წელს დაარსდა. იყო საფრანგეთის ჩემპიონი (1967 წელს). 2001 და 2006 წლებში „მონტობანმა“ Pro D2-ის ჩემპიონობა იზეიმა.

საქართველოს ნაკრების წევრის ახალი კლუბი საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგაში (Top 14) 2007-2010 წლებში თამაშობდა.

„მონტობანი“ Pro D2-ის სატურნირო ცხრილში მერვე პოზიციაზეა.