„შალკემ“ და „აინტრახტმა“ ერთმანეთს კარის დარაჯები გაუცვალეს, – წერს გელზენკირხენული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
იუწყებიან, რომ „შალკემ“ „აინტრახტისგან“ ფრედერიკ რენოვი იჯარის წესით გაიფორმა, „აინტრახტმა“ კი „შალკესგან“ ასევე იჯარით, მარკუს შუბერტი წაიყვანა.
ორივე მეკარე ახალ კლუბებში ერთ სეზონს გაატარებს.
გასულ სეზონში 28 წლის რენოვმა „აინტრახტის“ შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 22 გოლი და კარი მშრალად ორჯერ შეინახა.
22 წლის შუბერტმა (2019/20 წლების სეზონში) „შალკეს“ მაისური ათჯერ მოირგო, გაუშვა 19 ბურთი და ორი მატჩი უგულოდ დაასრულა.