დონი ვან დე ბეეკი იჯარით „მანჩესტერ იუნაიტედში“ ითამაშებს #1TVSPORT
დონი ვან დე ბეეკი იჯარით „მანჩესტერ იუნაიტედში“ ითამაშებს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკი ახლოს არის „აინტრახტში“ გადასვლასთან.

ავტორიტეტული ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებმა მიაღწიეს ზეპირ შეთანხმებას სეზონის ბოლომდე იჯარასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც გერმანულ კლუბს ექნება 15 მილიონ ევროდ 26 წლის ნახევარმცველის გამოსყიდვის უფლება. გარდა ამისა, „აინტრახტი“ „მანჩესტერს“ გარკვეულ თანხას გადაუხდის ფეხბურთელის იჯარის სანაცვლოდ.

მიმდინარე სეზონში ვან დე ბეეკმა ჯამში 21 წუთი გაატარა მოედანზე და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. მისი კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.