გერმანიაში მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონი გარდაიცვალა #1TVSPORT
გერმანიაში მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონი გარდაიცვალა #1TVSPORT

გერმანიაში 78 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებისა და „აინტრახტის“ ყოფილი ფორვარდი ბერნდ ჰიოლცენბაინი.

ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც 9 მარტს გახდა 78 წლის, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ჰიოლცენბაინმა 40 მატჩი ჩაატარა გერმანიის ნაკრებში და ხუთი გოლი გაიტანა, მათ შორის ერთი ევროპის 1976 წლის ჩემპიონატის ფინალში. ფორვარდს გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატი აქვს მოგებული.

„აინტრახტთან“ ერთად მან 1980 წელს უეფა-ს თასი მოიგო, ასევე სამჯერ დაეუფლა გერმანიის თასს. 160 გოლის ავტორი  ბერნდ ჰიოლცენბაინი ფრანკფურტული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.