დაიჩი კამადა „მილანში“ გადადის #1TVSPORT
Soccer Football - Bundesliga - Schalke 04 v Eintracht Frankfurt - Veltins-Arena, Gelsenkirchen, Germany - May 20, 2023 Eintracht Frankfurt's Daichi Kamada celebrates scoring their first goal REUTERS/Thilo Schmuelgen DFL REGULATIONS PROHIBIT ANY USE OF PHOTOGRAPHS AS IMAGE SEQUENCES AND/OR QUASI-VIDEO.
იაპონიის ნაკრების ნახევარმცველი დაიჩი კამადა „მილანში“ გააგრძელებს კარიერას. 26 წლის ფეხბურთელს 30 ივნისს კონტრაქტი ეწურება „აინტრახტთან“ და იტალიურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.
გამოცემა Sport1.de-ს ინფორმაციით, კამადა “მილანთან“ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
„მილანმა“ ნახევარმცველისთვის ბრძოლაში გაასწრო „ატლეტიკოს“. ასევე, იაპონელმა უარი თქვა „დორტმუნდიდან“ სარფიან შეთავაზებაზე.
დასრულებულ სეზონში ბუნდესლიგის 32 მატჩში კამადამ ცხრა გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.