„აინტრახტის“ მთავარი მწვრთნელი „რეალში“ ანჩელოტის შემცვლელად სახელდება #1TVSPORT
„აინტრახტის“ მთავარი მწვრთნელი „რეალში“ ანჩელოტის შემცვლელად სახელდება #1TVSPORT

ფრანქფურტის „აინტრახტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა, შესაძლოა, მომავალი სეზონიდან მადრიდის „რეალი“ ჩაიბაროს.

გერმანული გამოცემა Bild-ის მონაცემებით, მადრიდული კლუბი განიხილავს გლასნერის კანდიდატურას მადრიდელთა ამჟამინდელი დამრიგებლის, კარლო ანჩელოტის შემცვლელად.

წყაროს ცნობით, ანჩელოტის მომავალი დამოკიდებულია ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში „რეალის“ გამოსვლაზე. იტალიელი სპეციალისტის მოქმედი კონტრაქტი მადრიდელებთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

„აინტრახტი“ გლასნერის ხელმძღვანელობით მეექვსე ადგილზეა ბუნდესლიგაში. შარშან ფრანქფურტულმა კლუბმა ევროპის ლიგა მოიგო.