სფფ-ს გენმდივანი ავსტრიელებს ბალისტიკურ რაკეტას ახსენებს - მუჯირი ბუნდესლიგის საუკეთესო ლეგიონერებშია
ავსტრიაში „შტურმის“ ქართველი კაპიტანი გაიხსენეს – მუჯირი ბუნდესლიგის საუკეთესო ლეგიონერებშია
ავსტრიულმა გამოცემა Spox-მა ამ ქვეყნის ბუნდესლიგაში მოთამაშე საუკეთესო ლეგიონერები დაასახელა, მათ შორის კი გრაცის „შტურმის“ ყოფილი კაპიტანი დავით მუჯირი მოხვდა, რომელიც ამჟამად ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანია.
წერილში „23 საკულტო ლეგიონერი, რომლებიც შესაძლოა, დაგავიწყდათ“, Spox-მა გულშემატკივრებს ავსტრიის ბუნდესლიგის 23 საუკეთესო ლეგიონერი გაახსენა. დავით მუჯირი გრაცის „შტურმში“ 2001-2005 წლებში თამაშობდა და მალე გახდა გუნდის ლიდერი, შედეგად კი კაპიტნად აირჩიეს.
„დავით მუჯირს ძალიან ძლიერი, ბალისტიკური რაკეტის მსგავსი დარტყმა ჰქონდა. მან „შტურმში“ ჩატარებულ 130 შეხვედრაში 32 გოლი გაიტანა. მოგვიანებით, მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა, ახლა კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქმიანობს“, – წერს ქართველ შემტევ ნახევარმცველზე Spox.