კიტეიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა - „შტურმმა“ „ჰარტბერგი“ დაამარცხა #1TVSPORT
კიტეიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა - „შტურმმა“ „ჰარტბერგი“ დაამარცხა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში შესანიშნავი თამაში ჩაატარა და გრაცის „შტურმს“ „ჰარტბერგთან“ გასვლითი შეხვედრის მოგებაში დაეხმარა – 3:1.

საჩემპიონო ჯგუფის 26-ე ტურის შეხვედრა ქართველის გუნდმა კარგად დაიწყო და მე-9 წუთზე დაწინაურდა – გოლით ალექსანდრ პრასმა გაიტანა.

ოთარ კიტეიშვილმა „შტურმის“ უპირატესობა მე-60 წუთზე გაზარდა – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სტუმართა კარში დანიშნული პენალტი გამოიყენა.

მართალია, „ჰარტბერგმა“ დონის ავდიაის ზუსტი დარტყმით (73-ე წუთზე) სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ „შტურმმა“ ორბურთიანი უპირატესობა ისევ აღადგინა და ამჯერადაც ქართველის მონაწილეობით – 90-ე წუთზე გოლი გორენჩ სტანკოვიჩმა გაიტანა, საგოლე გადაცემა კი მას კიტეიშვილმა მიაწოდა.

26 ტურის შემდეგ 32 ქულით გრაცელები „ზალცბურგს“ გაუთანაბრდნენ, რომელიც „ლინცთან“ დამარცხდა, მაგრამ პირველობა დამატებითი მაჩვენებლებით შეინარჩუნა.

რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს, ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.