დავით მუჯირი - ბათუმში მომხდარ ინციდენტს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს #1TVSPORT
დავით მუჯირი - ბათუმში მომხდარ ინციდენტს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა საქართველოს პოირველ არხთან კომენტარი გააკეთა ეროვნული ლიგის ბოლო ტურში მომხდარ ინციდენტზე, რომელიც ბათუმის „დინამოსა“ და „იბერიის“ მატჩის შემდეგ მოხდა.

მასპინძელი გუნდის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ და მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ პრეტენზიები წაუყენეს შეხვედრის არბიტრს, კოტე გიორგაძეს, რომელიც გასახდელში რამდენიმეწუთიანი პაუზის შემდეგ შევიდა.

„სასიხარულოა ის გარემოება, რომ როგორც ლიდერების, ისე სხვა გუნდების დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს. ძალიან ბევრს უკვე გაუჩნდა ამბიცია, ჩემპიონი გახდეს და ევროტურნირზე იასპარეზოს. ადგილის შენარჩუნებისთვისაც დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს.

ამიტომ, ჩემთვის ემოციები გასაგებია. ყველა ინციდენტზე, რაც ეროვნული ლიგის თამაშებზე ხდება, სადისციპლინო კომიტეტი მსჯელობს და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იქნება. ამ მატჩში მომხდარ ამბავს სწორედ ეს ორგანო განიხილავს“, – განაცხადა მუჯირმა.