„შტურმი“ ავსტრიის თასის მფლობელია - გადამწყვეტი გოლი კიტეიშვილის გადაცემით გავიდა #1TVSPORT
„შტურმი“ ავსტრიის თასის მფლობელია - გადამწყვეტი გოლი კიტეიშვილის გადაცემით გავიდა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ ავსტრიის თასის ფინალში ვენის „რაპიდს“ დაუპირისპირდა და ტიტულს ზედიზედ მეორედ ქართველის დამსახურებითაც დაეუფლა – 2:1.

გუნდებმა ერთი კვირის წინ (24 აპრილს) ავსტრიის ბუნდესლიგაში ითამაშეს და მატჩი „შტურმმა“ 3:1 მოიგო. კლაგენფურტში გამართული დაპირისპირება ბევრად რთული და დაძაბული გამოდგა. გრაცელები ბურთს ოდნავ უკეთ აკონტროლებდნენ, მაგრამ ანგარიში 43-ე წუთზე „რაპიდმა“ გახსნა – კონტრშეტევაზე წამოწყებული იერიში მატიას საიდლიმ დააგვირგვინა.

„შტურმმა“ მეორე ტაიმში ანგარიში სწრაფად გაათანაბრა. 49-ე წუთზე კიტეიშვილის წამოწყებული შეტევა ფლანგური გადაცემით გაგრძელდა და ბურთი კარში დავიდ აფენგრუბერმა გააგზავნა, ლეოპოლდ ქერფელდიმ კი საკუთარ კარში ჩაჭრა – 1:1.

თამაშის ბედი 81-ე წუთზე გადაწყდა, რაშიც კიტეიშვილმა ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. ქართველმა აუტის გათამაშების შემდეგ ბურთი კარის წინ სამი მცველის გარემოცვაში მიიღო და გამოსავალი მაინც იპოვა – უმეთვალყურეოდ დარჩენილი ტომი ჰორვატი მოძებნა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და „შტურმი“ ავსტრიის თასი მფლობელი ზედიზედ მეორედ, სულ კი ისტორიაში მეშვიდედ გახდა.

შეგახსენებთ, რომ გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე სატურნიტო ცხრილს ლიდერობს. გრაცელებს სეზონის დუბლით დამთავრებისა და „ზალცბურგის“ ათწლიანი ჰეგემონიის დასრულების რეალური შანსი აქვთ.