კიტეიშვილის „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონია #1TVSPORT
კიტეიშვილის „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონია #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილი „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონია – გრაცის გუნდმა ბუნდესლიგის ბოლო ტურში „კლაგენფურტი“ დაამარცხა და კონკურენტისთვის მიუღწეველი გახდა – 2:0.

ბოლო ტურში „შტურმს“ ქართველი ლიდერი, ოთარ კიტეიშვილი ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო ვერ ეხმარებოდა. გუნდი „ზალცბურგს“ 2 ქულით ასწრებდა და მხოლოდ გამარჯვება აწყობდა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და „შტურმი“ მეტოქეს კიდევ დიდხანს ვერაფერს უხერხებდა. თუმცა 69-ე წუთზე ვუტრიხმა ანგარიში გახსნა, ხოლო კამარამ (90) საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში „შტურმის“ კონკურენტმა „ზალცბურგმა“ „ლასკი“ მიიღო, 4:1 დაამარცხა, მაგრამ გრაცელებს ვერ დაეწია და „შტურმმა“ავსტრიის ჩემპიონობა 13-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა.