სერენა უილიამსმა უფროსი და გაანადგურა
სერენა უილიამსმა უფროსი და გაანადგურა

აშშ-ის ღიაზე ქალებს შორის მესამე წრე დაიწყო. მეხუთე სათამაშო დღეს მთავარი დაპირისპირება იყო დებ უილიამსებს შორის. სერენა და ვინუსი 30-ედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და სერენა წინ იყო ამ დუელში – 17:12.
რიგით 30-ე შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა დების დაპირისპირებაში.

სერენამ მთელი მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ის კარგად აწვდიდა: 10 ეისი ჰქონდა, პირველი მოწოდებით ქულების 88 პროცენტი აიღო, მეორეთი – 95. საპასუხოდ, ვინუსმა პირველი მოწოდებით ქულების ნახევარიც კი ვერ მოიგო.
სტარტზე ჩოგბურთელებმა გეიმები გაცვალეს. 2:1-ზე სერენამ სამედიცინო ტაიმ-აუტი მოითხოვა, რის შემდეგაც ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო და 6:1, 2:0 დაწინაურდა. ვინუსმა შეძლო ამ სერიის შეჩერება, მაგრამ მატჩი გადარჩენა შეუძლებელი იყო – 6:1, 6:2 71 წუთში.

სერენა უილიამსი მერვედფინალში ესტონელ კაია კანეპის შეხვდება, რომელმაც პირველ წრეში მსოფლიოს პირველი ჩოგანი სიმონა ჰალეპი დაამარცხა.
მეხუთე სათამაშო დღის შედეგები:

ქალები
III წრე
სტივენსი (აშშ, 3)-აზარენკა (ბლრ) 6:3, 6:4
სვიტოლინა (უკრ, 7)-კ. ვანგი (ჩინ) 6:4, 6:4
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 8)-კენინი (აშშ) 6:4, 7:6(2)
მერტენსი (ბელ, 15)-სტრიკოვა (ჩეხ, 23) 6:3, 7:6(4)
ს. უილიამსი (აშშ, 17)-ვ. უილიამსი (აშშ, 16) 6:1, 6:2
ბარტი (ავსტრა, 18)-მუხოვა (ჩეხ) 6:3, 6:4
სევასტოვა (ლატ, 19)-მაკაროვა (რუს) 4:6, 6:1, 6:2
კანეპი (ესტ)-პეტერსონი (შვედ) 6:3, 7:6(3)