მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა გადაწყვიტა, განაცხადი გამოიტანოს პეკინის ტურნირიდან, რომელიც 29 სექტემბერს დაიწყება.
ამით 36 წლის ჩოგბურთელმა ვადაზე ადრე დაასრულა სეზონი, მაჩვენებლებით – 18 მოგება და 6 წაგება. ეს ინფორმაცია თავის „ტვიტერზე“ განათავსა ამერიკელის ფრანგმა მწვრთნელმა პატრიკ მურატოგლუმ.
2018 წელს, სერენა უილიამსს არც ერთი ტურნირი არ მოუგია, თუმცა, იყო „დიდი სლემის“ ორი ჩემპიონატის – უიმბლდონისა და აშშ-ის ღიას ფინალებში, რომლებშიც, შესაბამისად, ანჟელიკ კერბერთან და ნაომი ოსაკასთან წააგო.