ამერიკელმა სერენა უილიამსმა აშშ-ის ღიას ფავორიტის სტატუსი დაამტკიცა მეოთხედფინალში – მან 44 წუთში ანგარიშით 6:1, 6:0 გაანადგურა ჩინელი კიან ვანი. ეს იყო 2019 წლის სეზონის ყველაზე მოკლე მატჩი.
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა იდეალურთან მიახლოებული ჩოგბურთი აჩვენა. მან მხოლოდ ორი ქულა წააგო პირველ მოწოდებაზე, 25 „ვინერსი“ დააგროვა და მხოლოდ 10 უნებლიე შეცდომა დაუშვა.
აღსანიშნავია, რომ კიან ვანმა წინა ეტაპზე ორ სეტში დაამარცხა ავსტრალიელი ეშლი ბარტი, რომელიც ორშაბათიდან დაიბრუნებს პირველ ადგილს მსოფლიო რეიტინგში.
ნახევარფინალში სერენა უკრაინელ ელინა სვიტოლინას შეხვდება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში ანგარიშით 4:1-ს უგებს.