სერენა უილიამსმა აშშ-ის ღიაზე პირველი მატჩი მოიგო, ჰალეპი ნაკლებად ცნობილ უკრაინელთან დამარცხდა #1TVSPORT
მოგებით დაიწყო თავის კარიერაში ბოლო ტურნირი ლეგენდარულმა ამერიკემა სერენა უილიამსმა – „დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონმა აშშ-ის ღია პირველობის პირველ წრეში ორ სეტში დაამარცხა მონტენეგროელი დანკა კოვინიჩი – 6:3, 6:3.
ბრძოლა შეხვედრაში თითქმის თანაბარი იყო – სერენამ მატჩში 11 ბრეიკპოინტი მოიპოვა, კოვინიჩმა – 10, მაგრამ ამერიკელს უკეთესო რეალიზაცია ჰქონდა – მან ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, მისმა მეტოქემ ორჯერ. ორივე ბევრ შეცდომას უშვებდა და უნებლიე შეცდომები უფრო მეტი ჰქონდათ, ვიდრე „ვინერსები“.
მეორე წრეში სერენა უილიამსი ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ ესტონელს ენ კონტავეიტს შეხვდება.
ქალთა ტურნირზე პირველი სენსაციაც მოხდა. მსოფლიოს 124-ე ჩოგანმა, უკრაინელმა დარია სნეგურმა მეშვიდე ნომერი სიმონა ჰალეპი გამოთიშა ბრძოლას. შეხვედრა საათი და 42 წუთი გაგრძელდა და უკრაინელმა სამ სეტში გაიმარჯვა – 6:2, 0:6, 6:4.