ამერიკული ტელეარხი ESPN იწყებს ახალ სერიალს, რომელიც სპორტში ყველაზე ცნობილ სკანდალებს შეეხება. სერიალი გაიხსნება დოკუმენტური ფილმით ამერიკის ღია პირველობის 2018 წლის ქალთა ტურნირის ფინალურ მატჩის შესახებ. ფილმი ეძღვნება სერენა უილიამსის სკანდალს მსაჯთან, კარლოს რამოსთან. ფილმის სახელწოდებაა – „სერენა მსაჯების წინააღმდეგ“ და ეთერში 18 სექტემბერს გავა.
ფილმის ავტორი გახდა პულიტცერის პრემიის სამგზის ლაურეატი დონ ვან ნატი.
2018 წლის აშშ-ის ღია პირველობაზე ნაომი ოსაკასთან ფინალში სერენა უილიამსი მსაჯებთან კამათისთვის დაისაჯა გაფრთხილებით და საჯარიმო გეიმით, რის შემდეგაც, ამერიკელმა წააგო გადამწყვეტი მატჩი – 2:6, 4:6. დაჯილდოების ცერემონიაზე სკანდალი გაგრძელდა. უილიამსმა პორტუგალიელ მსაჯს მატყუარა უწოდა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.