სერენა უილიამსი - თანამედროვე ტექნოლოგიებით ჯორდანი დღესაც ითამაშებდა
37 წლის ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა გაამხილა თავისი სპორტული დღეგრძელობის საიდუმლო.
„ბოლო დროს, ტექნოლოგიები ძალიან შეიცვალა, ამიტომ მე ჯერაც კონკურენტუნარიანი ვარ. ამგვარი ტექნოლოგიები 20 წლის წინ რომ ყოფილიყო, შესაძლოა, მაიკლ ჯორდანს დღემდე ეთამაშა კალათბურთი. ახლა, ხალხმა ბევრი რამ იცის საკუთარი ორგანიზმის შესახებ.
კარიერის დასაწყისთან შედარებით, ბევრი რამ შევცვალე ჩემს ვარჯიშებში. ეს საშუალებას მაძლევს დიდი ხანი დავრჩე კორტზე. და ეს მარტო მე არ მეხება. ბევრმა სპორტსმენმა მიიღო შესაძლებლობა – გაიხანგრძლივოს კარიერა და თავისი საუკეთესო თამაში აჩვენოს 30 წლის შემდეგ“, – მოჰყავს სერენას სიტყვები „ტენის ვორლდ იუ-ეს-ეის“ (Tennis World USA).
ცოტა ხნის წინ, სერენა უილიამსმა უიმბლდონზე ფინალამდე მიაღწია, სადაც რუმინელ სიმონა ჰალეპთან წააგო.
განახლებულ რეიტინგში ამერიკელი მეცხრე პოზიციაზეა.