სერენა უილიამსი - მე და ფედერერი სამი წლის შემდეგ აღარ ვითამაშებთ
სერენა უილიამსი - მე და ფედერერი სამი წლის შემდეგ აღარ ვითამაშებთ

„დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონმა, ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა ივარაუდა, რომ ის და ლეგენდარული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაახლოებით სამი წლის შემდეგ დაასრულებენ კარიერას. სერენა და როჯერი 37 წლისანი არიან.

„მაყურებელი თბილად შეგვხვდა მე და როჯერს უიმბლდონზე. ვგრძნობდი მხარდაჭერასა და სიყვარულს. მე ვაფასებ ამას. ფინალში მინდოდა უკეთესად მეთამაშა. არ მგონია, სიმონას იგივე სურვილი ჰქონოდა…

ვფიქრობ, მე და როჯერი აღარ ვითამაშებთ სამი, ოთხი ან ხუთი წლის შემდეგ. ამიტომაც, სწორედ ახლა უნდა მოასწროთ ჩვენი ნახვა“, – განაცხადა უილიამსმა.

სერენა უილიამსი აგვისტოში დაბრუნდება კორტზე. ის ითამაშებს ტორონტოსა და ცინცინატის უმაღლესი კატეგორიის ტურნირებზე, რის შემდეგაც, აშშ-ის ღია პირველობაზე გამოვა.

გასულ უიმბლდონზე უილიამსმა და ფედერერმა ფინალამდე მიაღწიეს და იქ დამარცხდნენ – შესაბამისად, სიმონა ჰალეპთან და ნოვაკ ჯოკოვიჩთან.