როლან გაროსის 1976 წლის ჩემპიონმა, იტალიელმა ადრიანო პანატამ, კომენტარი გაუკეთა ამერიკელი სერენა უილიამსის გამოსვლას.
„ის აწოდებს საათში 200 კილომეტრის სიჩქარით და არაფრით ჩამოუვარდება კაცებს. სხვა ქალ სპორტსმენებთან შედარებით, სერენა სხვა კატეგორიაშია. ის არც ისე კარგად გადაადგილდება კორტზე, მაგრამ ბევრი კუნთი აქვს. ძლიერი ხასიათით არ გამოირჩევა – ლომს ჰგავს, მაგრამ, ხანდახან, მის თავში რაღაც არ არის წესრიგში. ცოტა ხნის წინ დედა გახდა და ახლა, ძალიან უნდა “დიდი სლემის” ტურნირის მოგება. მგონია, რომ გამოუვა, თუ ორი კვირის განმავლობაში სტაბილურად ითამაშებს. ამ შემთხვევაში მოახერხებს უიმბლდონზე ან აშშ-ის ღიაზე გამარჯვებას. როლან გაროსთან დაკავშირებით ეჭვი მეპარება. უკანა ხაზიდან ისე ძლიერად ურტყამს, რომ ხანდახან მეტოქეები ბურთს ვერ ხედავენ. მან მოიგო ყველაფერი, მას ფანტასტიკური კარიერა აქვს. გამხდარი და მაღალი დისგან ვინუსისგან განსხვავებით, სერენა მაიკ ტაისონს ჰგავს“, – მოჰყავს ტენის ვორლდ იუ-ეს-ეის (Tennis World USA) 68 წლის პანატას სიტყვები.
37 წლის სერენა მეათე ადგილზეა ქალთა მიმდინარე რეიტინგში. გასულ კვირას, ინდიან უელსის ტურნირზე, მან 1/16 ფინალის მატჩი ვერ დაასრულა გარბინე მუგურუსას წინააღმდეგ.