ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა, რომელმაც პეკინის ტურნირზე თამაშზე უარი განაცხადა და სეზონიც ადრეულად დაამთავრა, ამბობს,რომ ძალიან რთულია ჩოგბურთში ფერადკანიანი იყო. მისი თქმით, მას ამ საკითხში ძალიან, საკუთარი და ვენუსი დაეხმარა.
„ძნელია იყო სპორტში ისეთი კანის ფერის, სადაც ძირითადად ესეთები არ თამაშობენ-მოჰყავს Tennis World USA-ს უილიამსის სიტყვები – ჩემმა დამ, ვვნუსმა, კარიერა ჩემზე ერთი წლით ადრე დაიწყო, მან გამიხსნა ბევრი კარი და საზღვარი, ამიტომ ჩემთვის მასზე უფრო ადვილი იყო. ჩვენ ყველამ გამოვცადეთ სხვადასხვა ემოციები, რის შესახებაც ლაპარაკი ძნელია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ.“
მიმდინარე სეზონში, 36 წლის ამერიკელმა, 18 შეხვედრაში გაიმარჯვა და 6 მატჩში დამარცხდა.