43 წლის ვენუს უილიამსი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს #1TVSPORT
43 წლის ვენუს უილიამსი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს #1TVSPORT

ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი ვენუს უილიამსი 2023 წლის უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს. All England Club-ის გადაწყვეტილებით, 43 წლის უილიამსს უაილდქარდი მიენიჭა.

ვენუსმა უიმბლდონზე ბოლოს 2021 წელს ითამაშა და ერთი შეხვედრის მოგება მოახერხა. ამჟამად იგი WTA-ის რეიტინგში 697-ე ადგილს იკავებს.

უილიამსმა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სპორტული ტურნირი, უიმბლდონი კარიერაში ხუთჯერ მოიგო. ბალახის სლემზე იგი ტრიუმფატორი 2000, 2001, 2005, 2007 და 2008 წლებში გახდა.

ამერიკელ ჩოგბურთელს კარიერის მანძილზე ორჯერ ამერიკის ღია პირველობაც აქვს მოგებული, ხოლო ავსტრალიის ღია პირველობასა და საფრანგეთის ღია პირველობაზე, ჯამში, სამი ფინალური შეხვედრა წააგო. ის ჩოგბურთის პროფესიულ ტურში 1994 წლიდანაა და 42.5 მილიონი ამერიკული დოლარის გამომუშავება მოახერხა.