სერენა უილიამსი აშშ-ის ღია პორველობაზე არ ითამაშებს #1TVSPORT
სერენა უილიამსი აშშ-ის ღია პორველობაზე არ ითამაშებს #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის ღია პირველობაში, რომელიც 30 აგვისტის დაიწყება.

„ექიმების ჯგუფთან კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტე – არ ვითამაშო ამერიკის ღია პირველობაზე. ამით მინდა ჩემს ორგანიზმს სრულად აღდგენის საშუალება მივცე ბარძაყის კუნთის დაზიანების შემდეგ.

ნიუ იორკი ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია მსოფლიოში, სადაც ძალიან მიყვარს ჩოგბურთის თამაში. მომენატრებიან გულშემატკივრები, თუმცა, შორიდან გამოვხატავ სიყვარულს მათ მიმართ.

მადლობა თქვენი უწყვეტი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის. მალე შევხვდებით“, – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ ამერიკელმა ჩოგბურთელმა.