სერბეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 386 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი
სერბეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 386 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

სერბეთში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. „გარდიანის“ ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ისგან 18 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 386 ახალი შემთხვევა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ანა ბრნაბიჩის განცხადებით, სერბეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ზრდა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება. სერბეთში მესამე დღეა, მოსახლეობა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ზომების ხელახლა შემოღების გეგმას აპროტესტებს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, სერბეთში „კოვიდ-19“-ის ინფიცირების 17 728 შემთხვევაა დაფიქსირებულ, ხოლო გარდაიცვალა 370 პაციენტი.