სერბეთის პრეზიდენტი - ევრო 2020-ზე მხარს ჩრდილოეთ მაკედონიას დავუჭერ
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა „ინსტაგრამის“ გვერდზე ჩრდილოეთ მაკედონიას ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა.
ვუჩიჩმა შემდეგ მილოცვა მედიის საშუალებით გაავრცელა და ხაზი გაუსვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მხარს სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუჭერს.
„მე ვთქვი ის, რასაც ვფიქრობდი, გულწრფელად ვუჭერ მხარს ჩრდილოეთ მაკედონიას. არ ვიცი, ჩემპიონატზე ჩვენთვის უფრო ძვირფასი ვინ ითამაშებს. ისინი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენგან დიდ მხარდაჭერას მიიღებენ”, – თქვა ვუჩიჩმა.
შეგახსენებთ, რომ სერბეთის ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში შოტლანდიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა.