„სენტ-ლუისი“-„ბოსტონის“ მატჩში პირველ ვარსკვლავად ო’რაილი დასახელდა
„სენტ-ლუისის“ თავდამსხმელი რაიან ო’რაილი „სტენლის თასის“ ფინალური სერიის მეოთხე მატჩში პირველ ვარსკვლავად დასახელდა.
ამ შეხვედრაში მისმა კლუბმა „ბოსტონი“ ანგარიშით 4:2 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა (2:2).
ო’რაილიმ მატჩში დუბლი გააკეთა. შეხვედრის მეორე საუკეთესო „სენტ-ლუისის“ მცველი ალექს პიეტრანჯელო გახდა, რომელმაც ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მესამე ვარსკვლავი კი „ბლუზების“ ფორვარდი ზაკარი სენფორდია, მან მატჩში ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.