შოტლანდიაში 2016-17 წლების სეზონის პირველი ტიტული გათამაშდა. ქვეყნის ლიგის თასის მფლობელი გახდა გლაზგოს „სელტიკი“, რომელმაც ფინალში 2:0 დაამარცხა „მოზერველი“.
გოლები შეხვედრაში ჯეიმს ფორესტმა და მუსა დემბელემ გაიტანეს, რომლის შეძენითაც „მილანია“ დაინტერესებული.
აღსანიშნავია, რომ „სელტიკმა“ შოტლანდიის ლიგის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო, სულ კი ამ პრიზს 17-ჯერ ფლობდა. ამ მაჩვენებლით რეკორდსმენი „გლაზგო რეინჯერსია“, რომელსაც შოტლანდიის ლიგის თასი 27-ჯერ მოუგია.