სელტიკმა მესამე საშინაო ტიტული მოიგო, ნილ ლენონს მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შესთავაზეს
ნილ ლენონს „სელტიკის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შოტლანდიის თასის მოგებისთანავე, გასახდელშივე შესთავაზეს. გლაზგოურმა გუნდმა წელს სამი საშინაო ტიტული მოიგო და კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელს ბოლომდე ენდოს.
„ჰემპდენ პარკზე“ გამართულ ფინალში „სელტიკმა“ „ჰარტსი“ 2-1 დაამარცხა და ზედიზედ მეცხრე საშინაო ტიტული მოიგო.
„ჩემთვის ეს პრივილეგიაა“, – განაცხადა ლენონმა ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ლენონი „სელტიკის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად მიმდინარე წლის თებერვალში დანიშნეს, როდესაც ბრენდან როჯერსი გუნდიდან წავიდა, რათა ინგლისურ „ლესტერ სიტის“ ჩადგომოდა სათავეში.