შოტლანდიაში გაირკვა ლიგის თასის გამარჯვებული. ფინალში „ჰემპდენ პარკზე“ გლაზგოური დერბი გაიმართა „სელტიკსა“ და „რეინჯერსს“ შორის.
თამაშის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მე-60 წუთზე „სელტიკის“ მცველმა კრისტოფერ ჟიულიენმა გაიტანა.
„რეინჯერსს“ მალე შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მორელოსმა პენალტი ვერ გამოიყენა.
„სელტიკმა“ თავისი არსებობის ისტორიაში შოტლანდიის ლიგის თასი მეცხრამეტედ მოიგო.