სებასტიან ფეტელი - უკრაინის გამო მიჭირს ფორმულა 1-სთვის საკუთარი თავის მოტივირება #1TVSPORT
სებასტიან ფეტელი - უკრაინის გამო მიჭირს ფორმულა 1-სთვის საკუთარი თავის მოტივირება #1TVSPORT

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა ხისტი პოზიცია დაიკავა რუსული აგრესიის მიმართ უკრაინის ტერიტორიაზე. თავდაპირველად, მან განაცხადა, რომ გმობს რუსეთის საქციელს და არ ჩავა რუსეთის გრანპრიზე. ამის შემდეგ, რუსული ეტაპი გააუქმებს. ახლა კი გერმანელი აღიარებს, რომ ხოცვა-ჟლეტვამ უკრაინაში იმოქმედა მის ხასიათსა და მოტივაციაზე.

„მე არ ვარ გულგრილი იმის მიმართ, რაც უკრაინაში ხდება. ვფიქრობ, არსებობს გარკვეული საკითხები, რაზეც გაჩუმება არ შეიძლება.

ვერ წარმომიდგენია ამგვარი ტკივილი და უბედურება. უცნაური გრძნობაა, როცა დილით დგები და დღეს ახალი ამბებით იწყებ. რთულია საკუთარი თავის მოტივირება ფორმულა 1-ზე, როცა იცი, რომ არსებობს ისეთი რაღაცეები, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია. იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები. ამგვარი სიტუაცია წარმოუდგენელია.

არ მგონია, რომ ასეთ სიტუაციებში არსებობდეს მოგებული მხარე. ეს აბსოლუტური შოკია და ვფიქრობ, შედეგი ყველასთვის გასაგებია.

დღეს ყველა საკუთარი თავით არის დაკავებული, მაგრამ ეს პრობლემა ყველაფერზე მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, სხვა პილოტები იზიარებენ ამ აზრს. მათი სხვა პოზიცია გამაკვირვებდა“, – განაცხადა ფეტელმა.