სებასტიან ფეტელი „ფერარიდან“ „ასტონ მარტინიში“ გადავიდა
სებასტიან ფეტელი „ფერარიდან“ „ასტონ მარტინიში“ გადავიდა

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი „სამეფო რბოლებში“ რჩება. მომავალი სეზონიდან გერმანელი პილოტი გუნდს შეიცვლის – „ფერარიდან“ „ასტონ მარტინიში“ გადავა.

საჯინიბო „ასტონ მარტინი“ დღეს არსებული გუნდის „რეისინგ პოინტის” ბაზაზე შეიქმნება და მომავალ სეზონში დებიუტი ექნება ფორმულა 1-ში. ფეტელის კონტრაქტის ხანგრძლივობა უცნობია, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ხელშეკრულება მინიმუმ ორ სეზონზე იქნება გათვლილი. გერმანელი გუნდში მექსიკელი სერხიო პერესის ადგილს დაიკავებს.

„მოხარული, რომ ბოლოს და ბოლოს, გაირკვა ჩემი მომავალი. ვამაყობ იმით, რომ 2021 წელს „ასტონ მარტინის“ პილოტი გავხდები. ეს ახალი თავგადასავალი იქნება ჩემთვის ლეგენდარულ საავტომობილო კომპანიაში. მჯერა, რომ ერთად რაღაც განსაკუთრებულს ავაშენებთ. დღემდე ძალიან მიყვარს ფორმულა 1 და ჩემი ერთადერთი მოტივაცია – სასტარტო ბილიკზე მაქსიმალურად მაღალიადგილია. „ასტონ მარტინისთან“ ერთად ამის გაკეთება უდიდესი პრივილეგია აქნება“, – განაცხადა ფეტელმა.

სებასტიანი ფორმულა 1-ის ჩემპიონი 2010, 2011, 2012 და 2013 წლებში იყო „რედ ბულის“ შემადგენლობაში. 2015 წლიდან ის „ფერარიში“ გამოდის, მაგრამ ამ გუნდთან ერთად ჩემპიონობა ვერ შეძლო. 2020 წლის დასაწყისში, „სკუდერიამ“ გადაწყვიტა აღარ გააგრძელოს კონტრაქტი ფეტელთან. მის ადგილს „ფერარიში“ „მაკლარენის“ ამჟამინდელი პილოტი კარლოს საინსი დაიკავებს.