სებასტიან ფეტელი რუსეთის გრანპრის გაუქმებას ითხოვს #1TVSPORT
სებასტიან ფეტელი რუსეთის გრანპრის გაუქმებას ითხოვს #1TVSPORT

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, „ასტონ მარტინის“ პილოტმა სებასტიან ფეტელმა განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის გამო, მიზაშეწონილი არ არის რუსეთში გრანპრის ჩატარება.

„დღეს გავიღვიძე და შოკი მივიღე დილის ახალი ამბებით. საშინელებაა იმის ხილვა, რაც დღეს ხდება. ჩვენს კალენდარში არის რბოლა რუსეთში. დარწმუნებული ვარ, რომ იქ არ უნდა გავემგზავრო. მგონია, რომ ამ ქვეყანაში რბოლა არ უნდა ჩატარდეს.

მეცოდებიან უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც სულელური მიზეზებისა და ძალიან უცნაური და შეშლილი ლიდერის გამო კარგავენ სიცოცხლეს. დარწმუნებული ვარ, რომ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი, მაგრამ მე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს“, – მოჰყავს ფეტელის სიტყვები ბრიტანულ გამოცემა Autosport-ს.