სებასტიან ფეტელი ჰემილტონის რეკორდებზე - ლუისი არასოდეს იქნება ჩემი გმირი
სებასტიან ფეტელი ჰემილტონის რეკორდებზე - ლუისი არასოდეს იქნება ჩემი გმირი

„ფერარის“ პილოტმა სებასტიან ფეტელმა შეაფასა „მერსედესის“ ლიდერის ლუის ჰემილტონის მემკვიდრეობა. გერმანელის სიტყვებით, 35 წლის ბრიტანელმა დაიმსახურა ყველა თავისი ტიტული.

„ერთის მხრივ, მოსაწონი არ არის, რომ ჰემილტონისთვის ყველაფერი ასეთი მარტივია. მაგრამ ის ბევრს მუშაობდა, ამგვარ მდგომარეობაში რომ აღმოჩენილიყო. ლუისი იმსახურებს თავის ყველა წარმატებას. მაგრამ ის არასოდეს იქნება ჩემი გმირი. ჩემთვის ასეთად ყოველთვის მიხაელ შუმახერი დარჩება. თუმცა, ძალიან ვხარობ ლუისის გამო“, – განაცხადა ფეტელმა.

ლუის ჰემილტონს ფორმულა 1-ში 90 რბოლა აქვს მოგებული. რეკორდი მიხაელ შუმახერს ეკუთვნის – 91.

ჰემილტონი მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონია. მიმდინარე სეზონში ის დამაჯერებლად ლიდერობს ჩემპიონატს – უახლოეს მდევარს ვალტერი ბოტასს 55 ქულით უსწრებს.