სავარაუდოდ ჰომოფობიის ნიადაგზე ჩადენილი თავდასხმისას ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გამო, ესპანეთის უმსხვილეს ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა
სავარაუდოდ ჰომოფობიის ნიადაგზე ჩადენილი თავდასხმისას ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გამო, ესპანეთის უმსხვილეს ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა

სავარაუდოდ ჰომოფობიის ნიადაგზე ჩადენილი თავდასხმისას ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გამო, ესპანეთის უმსხვილეს ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა. მასობრივი დემონსტრაციები და მსვლელობა ჩატარდა მადრიდსა და ბარსელონაში.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, 24 წლის მამაკაცი ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლა კორუნაში 3 ივლისს, გამთენიისას რამდენიმე თავდამსხმელმა სასტიკად სცემა. ის მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, თავდასხმა ჰომოფობიის ნიადაგზე განხორციელდა. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, პოლიცია მუშაობს, რათა დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ, გამოძიება კი თავდასხმის მოტივს დაადგენს.