„ბირმინგემის“ ფორვარდი ჩე ადამსი მომავალ სეზონზე „საუთჰემპტონში“ ითამაშებს, – იტყობინება „სკაი სპორტსი“ (Sky Sports). გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის სანაცვლოდ სამხრეთელები 15 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან.
ადამსი საუთჰემპტონში უკვე გაემგზავრა, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და ახალ გუნდთან საბოლოო დეტალები შეათანხმოს.
ჩე ადამსი 22 წლის ინგლისელი ფეხბურთელია და „ბირმინგემამდე“ „შეფილდ იუნაიტედში“, „ილკსტონსა“ და „ოუდბი თაუნში“ გამოდიოდა.
მომავალ სეზონზე ის პრემიერლიგურ გუნდში პირველად ითამაშებს.
„საუთჰემპტონმა“ გასული სეზონი მე-16 ადგილზე დაასრულა.