საუდის არაბეთი ჩამოშორდა მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლას #1TVSPORT
საუდის არაბეთი ჩამოშორდა მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლას #1TVSPORT

საუდის არაბეთმა უარი განაცხადა 2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის იდეაზე, – დაწერა ესპანურმა გაზეთმა Marca-მ.

გეგმის მიხედვით, საუდის არაბეთს საბერძნეთსა და ეგვიპტესთან ერთად მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი უნდა შეეტანა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაში (ფიფა), მაგრამ, როგორც ირკვევა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარტნიორებს გამოუცხადა განაცხადიდან გამოსვლის შესახებ.

საუდის არაბეთში მიიჩნიეს, რომ შეუძლებელი იქნება ესპანეთის, პორტუგალიისა და მაროკოს ერთობლივი განაცხადის დამარცხება იმ სამუშაოს გათვალისწინებით, რაც ამ ქვეყნებში უკვე ჩატარებულია.

ასე რომ, მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე ორი პრეტენდენტი რჩება: ესპანეთის, პორტუგალიისა და მაროკოს ერთობლივი განაცხადი და არგენტინის, ურუგვაის, პარაგვაისა და ჩილეს ერთობლივი განაცხადი.