ეგვიპტე, საუდის არაბეთი და საბერძნეთი მსოფლიოს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობას უმიზნებენ #1TVSPORT
ეგვიპტე, საუდის არაბეთი და საბერძნეთი მსოფლიოს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობას უმიზნებენ #1TVSPORT

ეგვიპტე, საუდის არაბეთი და საბერძნეთი მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ერთიანი განაცხადის შეტანას აპირებენ.

Cairo24-ის ინფორმაციით, ეგვიპტის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა აშრაფ სობჰიმ სამმხრივი შეხვედრა გამართა თავის არაბ და ბერძენ კოლეგებთან, რათა საბოლოო მზადების გეგმები დასახონ ერთობლივი განაცხადის შესატანად.

კერძოდ, სობჰიმ ილაპარაკა დიდი სტადიონის აშენებაზე ქალაქ ელ-ალამეინში, სადაც, სავარაუდოდ, ფინალური მატჩი უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში ოფიციალურად შეიტანეს ფიფა-ში ერთობლივი განაცხადი ურუგვაიმ, არგენტინამ, ჩილემ და პარაგვაიმ. ჭორების თანახმად, ასევე საერთო განაცხადის მომზადებას გეგმავენ ესპანეთი და პორტუგალია.