მაროკო მადრიდთან იბრძოლებს მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ფინალის ჩატარებისთვის - მასპინძელ ქვეყნებს შორის დაძაბულობაა #1TVSPORT
მაროკო მადრიდთან იბრძოლებს მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ფინალის ჩატარებისთვის - მასპინძელ ქვეყნებს შორის დაძაბულობაა #1TVSPORT

მაროკო აპირებს შეებრძოლოს მადრიდს მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ფინალის ჩატარების უფლებისთვის.

მაროკო ჯიუტად ითხოვს ტურნირის გადამწყვეტ მატჩზე უფლების მიღებას, არადა, თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ის მადრიდში „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე გაიმართებოდა. ახლა კი, როგორც გაზეთი The Times წერს, მაროკომ განაცხადი შეიტანა ფინალის ჩატარებაზე. ამან ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნებს შორის დაძაბულობა გამოიწვია.

ელოდებიან, რომ ესპანეთი, მაროკო და პორტუგალია უახლოეს თვეების განმავლობაში უნდა მივიდნენ ერთიან პოზიციაზე. საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაზე (ფიფა).

მაროკო ესპანეთისა და პორტუგალიის განაცხადს მსოფლიოს 2030 ჩემპიონატის მასპინძლობაზე მარტში შეუერთდა. ორი კვირის წინ ფიფა-მ გამოაცხადა, რომ ტურნირი ამ ქვეყნებში გაიმართება, მაგრამ სამ სასტარტო შეხვედრას არგენტინა, ურუგვაი და პარაგვაი უმასპინძლებენ.