სატრანსფერო გარიგებები და ჭორები - 5 აგვისტო
სატრანსფერო გარიგებები და ჭორები - 5 აგვისტო

ინგლისი

* ჰარი მაგუაირი „ლესტერიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა. მისი ფასია 85 მილიონი ფუნტი, რითაც ის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა. მაგუაირმა ახალ კლუბში მეხუთე ნომერი აირჩია.

* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ უარყო „რეალის“ შეთავაზება პოლ პოგბას თაობაზე. მადრიდელები ფრანგის სანაცვლოდ იძლეოდნენ ხამეს როდრიგესსა და 27 მილიონ ფუნტს.

* სიმონ მინოლე „ლივერპულიდან“ „ბრიუგეში“ გადავიდა. მეკარის ტრანსფერის თანხამ ცხრა მილიონი შეადგინა.

* მინოლეს „ბრიუგეში“ გაშვების შემდეგ, „ლივერპულმა“ უფასოდ აიყვანა „ვესტ ჰემიდან“ მეკარე ადრიანი.

* ილქაი გიუნდოგანმა გააგრძელა კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“. ხელშეკრულების ვადა ერთი წლის შემდეგ იწურებოდა.

* „მანჩესტერ იუნაიტედი“ სერიოზულად განიხილავს კრისტიან ერიქსენის შეძენას მას შემდეგ, რაც „სპორტინგიდან“ ბრუნო ფერნანდეშის ტრანსფერი არ გამოუვიდა.

* „ტოტენჰემი“ მოელაპარაკა „ბეტისს“ ლო სელსოს ტრანსფერზე. ლონდონელები მზად არიან 52 მილიონი გადაიხადონ. უახლოეს დროში, არგენტინელი ლონდონში გაემგზავრება სამედიცინო შემოწმებაზე.

* გარი კეჰილი თავისუფალი აგენტის სტატუსით „კრისტალ პალასს“ შეუერთდება.

* უეინ რუნი მოლაპარაკებებს აწარმოებს „დერბი ქაუნთისთან“. ფორვარდს სურვილი აქვს კლუბის მოთამაშე მწვრთნელი გახდეს.

ესპანეთი

* „ბარსელონას“ ვიცე-პრეზიდენტმა ხორდი კარდონერმა საბოლოოდ უარყო ამ ზაფხულს ნეიმარის კატალონიაში გადასვლა: „დღეს არ განიხილება ნეიმარის გადასვლის საკითხი“.

* ფილიპე კოუტინიო არ წავა „ბარსელონადან“ იჯარით. ბრაზილიელი ან დარჩება კატალონიაში ან სამუდამოდ დატოვებს მას. (Mundo Deportivo)

იტალია

* „მანჩესტერ სიტი“ ახლოს არის იმასთან, რომ „იუვენტუსთან“ გაცვლა განახორციელოს. „სიტი“ მზადაა დანილო და 30 მილიონი ევრო დაუთმოს ჟოაო კანსელოს სანაცვლოდ.

* რაჯა ნაინგოლანი „კალიარიში“ დაბრუნდა – გუნდში, სადაც იწყებდა კარიერას სერია A-ში.

* პაულო დიბალა არდადეგებიდან დაბრუნდა და „იუვენტუსისთვის“ სამედიცინო შემოწმება გაიარა. როგორც ჩანს, არგენტინელი კიდევ ერთ სეზონს გაატარებს ტურინში.

* „ფიორენტინას“ ოფიციალური ვებგვერდი წერს, რომ მილან ბადელი კლუბში დაბრუნდა. ფლორენციელებმა „ლაციოს“ 4.3 მილიონი ევრო გადაუხადეს.

საფრანგეთი

* ცნობილმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მარიო ბალოტელი შესაძლოა „ფლამენგოში“ გადაბარგდეს. „მარსელი“ უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ბრაზილიურ კლუბთან.

* „მარსელმა“ გამოაცხადა „ბოკა ხუნიორსიდან“ დარიო ბენედეტოს შეძენა. კონტრაქტის პირობები უცნობია.

* „არსენალიდან“ გაქცეულ ლორან კოშელნიზე მთავარი პრეტენდენტები არიან „რენი“ და „ბორდო“.

გერმანია

* „ბაიერნი“ 110 მილიონ ევროდ შეიძენს „მანჩესტერ სიტიდან“ ლეროი სანეს. ის გახდება მიუნხენური კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი და მე-10 ნომრით ითამაშებს.

* „ლაიპციგმა“ უარყო „არსენალის“ შეთავაზება 60 მილიონ ევროდ დაიოტ უპამეკანოს შეძენაზე. მცველს გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი უწერია.

* „სევილიასა“ და „შალკეს“ ყოფილი ფეხბურთელი იოჰანეს გაისი მეორე ბუნდესლიგის გუნდ „ნიურნბერგში“ გადავიდა.