სატრანსფერო გარიგებები და ჭორები - 29 ივლისი
სატრანსფერო გარიგებები და ჭორები - 29 ივლისი

ინგლისი

* ნიკოლა პეპე ამ კვირას სამედიცინო შემოწმებას გაივლის „არსენალში“. სავარაუდოდ, ამავე კვირას გაფორმდება კონტრაქტი. ლონდონურმა კლუბმა აჯობა კონკურენტებს და 80 მილიონ ევროს გადაიხდის ამ ტრანსფერში.

* ფრენკ ლემპარდი „ჩელსიში“ მცირე წმენდას აპირებს. მთავარი მწვრთნელს არ სჭირდება ბაკაიოკო და დრინკუოტერი, რადგან ვერ მოიხიბლა მათი თამაშით იაპონურ ტურნეში.

* „იუვენტუსის“ ნიჭიერი ფორვარდი მოიზე კინი, როგორც ჩანს, მაინც გადავა „ევერტონში“. ლივერპულური კლუბი უკვე მოელაპარაკა თავად მოთამაშესა და კლუბს. რჩება მხოლოდ იმ თანხის განსაზღვრა, რომელსაც „იუვენტუსი“ გადაიხდის იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელის დაბრუნებას მოისურვებს.

* სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი მოელაპარაკა კონტრაქტზე „მანჩესტერ იუნაიტედს“. უახლოეს დროში „ლაციოს“ ნახევარმცველის აგენტი ინგლისში გაემგზავრება ბოლო დეტალების მოსაგვარებლად. სერბი ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ექვს მილიონს მიიღებს.

* ოფიციალურად! „ნიუკასლმა“ გაიფორმა „ჩელსის“ ნახევარმცველი კაილ სკოტი და „ბოლტონის“ მეკარე ჯეიკ ტერნელი.

* ოფიციალურად! „ვესტ ჰემმა“ გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ არტურ მასუაკუსთან. ახალი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

* ოფიციალურად! „ლესტერმა“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა „ასტონ ვილას“ მცველთან მიტჩელ კლარკთან.

* პატრიკ კუტრონე თითქმის „ვულვერჰემპტონის“ მოთამაშეა. ტრანსფერის თანხა 16-დან 23 მილიონ ფუნტამდე მერყეობს. იტალიელი დღეს გაივლის სამედიცინო შემოწმებას.

* ცნობილმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმიერიმ დაწერა, რომ სამი ხედირა ახლოს არის „არსენალში“ გადასვლასთან. უფრო ადრე გერმანელ ფეხბურთელზე პრეტენზიას აცხადებდა „ფენერბაჰჩე“, მაგრამ თურქებმა ვერ ააწყვეს მოლაპარაკება ნახევარმცველთან.

იტალია

* „იუვენტუსმა“ მოლაპარაკებები გამართა და შეთანხმებას მიაღწია რომელუ ლუკაკუსთან. პრესა წერს იმის შესახებ, რომ ბელგიელი გახდება ფორვარდების გაცვლაზე გარიგების ნაწილი – ლუკაკუ პაულო დიბალას სანაცვლოდ.

* „ინტერი“ ედინ ჯეკოს ალტერნატივად განიხილავს ედინსონ კავანის. ჯერჯერობით, „ნერაძური“ და „რომა“ ვერ თანხმდებიან ბოსნიელის კომპენსაციაზე – „ინტერი“ სთავაზობს 12 მილიონს, რომაელებს უნდათ 20 მილიონი.

* ოფიციალურად! „პარი სენ-ჟერმენის“ აღზრდილი რუბენ პროვიდენსი იტალიაში გაემგზავრება და „რომასთან“ გააფორმებს კონტრაქტს. გარიგების დეტალები უცნობია.

* „ფლამენგო“ მზად არის გამოეთხოვოს მცველ ლეონარდო დუარტეს. 95-პროცენტიანი ალბათობით, ეს ბიჭი „მილანში“ გაემგზავრება.

ესპანეთი

* „რეალის“ წარმომადგენლებმა შეატყობინეს ხამეს როდრიგესს, რომ არ გაუშვებენ ამ ზაფხულს მარკო ასენსიოს ტრავმის გამო.

* „ბარსელონას“ სურს კონტრაქტის გაგრძელება ნელსონ სემედუსთან. პორტუგალიელის მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში და მასზე „ატლეტიკო“ და „მანჩესტერ სიტი“ ნადირობენ. კატალონიელებს ახალი ხელშეკრულების გაფორმებით სურთ გაზარდონ გამოსასყიდი თანხა, რომელიც დღეს 100 მილიონს უდრის.

* ოფიციალურად! „ალავესმა“ იჯარით აიყვანა „ბარსელონადან“ ალეიშ ვიდალი. გარიგება ერთი წლით არის გაფორმებული.

* ოფიციალურად! „რეალმა“ იჯარით „ლევანტეში“ გაუშვა ბორხა მაიორალი.

გერმანია

* ევგენი კონოპლიანკას კვლავაც თურქეთში ამგზავრებენ. „შალკეს“ ნახევარმცველის მიმართ დაინტერესებას „ბეშიქთაში“ გამოხატავს.

* თავისუფალი აგენტი ფრანკ რიბერი, შესაძლოა, „აინტრახტის“ ფეხბურთელი გახდეს. ფრანკფურტული კლუბის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კონტაქტი ფრანგთან.

სხვა

* „ტრაბზონი“ ცდილობს ორწლიანი კონტრაქტით დანიელ სტარიჯის მოხიბვლას. თურქულ კლუბსა და თავისუფალ აგენტს შორის უკვე დაიწყო მოლაპარაკებები.

* ჯო ჰარტმა შეიძლება შეცვალოს „პორტუში“ იკერ კასილიასი. ინგლისის ნაკრების მეკარე პორტუგალიურ კლუბს შეიძლება უფასოდ ერგოს.