სატრანსფერო გარიგებები და ჭორები - 19 აგვისტო
სატრანსფერო გარიგებები და ჭორები - 19 აგვისტო

გერმანია

* ოფიციალურად! „ბარსელონას“ შემტევი ფილიპე კოუტინიო „ბაიერნის“ ფეხბურთელი გახდა. გერმანიის ჩემპიონმა ბრაზილიელი ერთი წლით იჯარით აიყვანა და გამოსყიდვის უფლებაც მიიღო. ამისთვის „ბაიერნმა“ 20 მილიონი ევრო გადაიხადა, გამოსასყიდი თანხა კი 120 მილიონი ევრო იქნება. კოუტინიო ახალ კლუბში მე-10 ნომრით ითამაშებს, რომელიც „ბაიერნში“ არიენ რობენს ეკუთვნოდა.

* ლეროი სანე „ბაიერნში“ არ გადავა. „ჩვენი შემადგენლობა დაკომპლექტებულია და აღარ ვაპირებთ რაიმეს შეცვლას“, – განაცხადა მიუნხენური კლუბის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და დახურა სატრანსფერო კამპანია.

საფრანგეთი

* „მონაკომ“ და „ნაპოლიმ“ წინადადებით მიმართეს „ინტერს“ მაურო იკარდის თაობაზე. პრეტენდენტები არიან, აგრეთვე, „რომა“ და „იუვენტუსი“.

* გაირკვა, რომ „ნაპოლი“ და „მონაკო“ ერთნაირ თანხას სთავაზობენ „ინტერს“ იკარდის სანაცვლოდ – 65 მილიონი ევრო. მაგრამ მონაკოელებმა ძალიან აჯობეს ნეაპოლელებს ხელფასის ოდენობით – 12 მილიონი 7.5 მილიონის წინააღმდეგ.

* „პარი სენ-ჟერმენში“ ნეიმარის შემცვლელი შეიძლება გახდეს პაულო დიბალა. პარიზელები აპირებენ 80 მილიონი ევრო შესთავაზონ „იუვენტუსს“. გარიგება შეიძლება ოთხშაბათს გაფორმდეს.

* „მონაკო“ და „პარი სენ-ჟერმენი“ დაინტერესებულები არიან ტეემუ ბაკაიოკოთი. ჯერჯერობით, დეტალები უცნობია.

ესპანეთი

* „პარი სენ-ჟერმენმა“ ახალი პირობა წაუყენა „რეალს“. ნეიმარის სანაცვლოდ პარიზელებს სურთ ვინისიუსი და რაფელ ვარანი. ამ შემთხვევაში, თანხის დამატება საჭირო არ იქნება. მაგრამ მადრიდულმა კლუბმა უარყო ეს შეთავაზება.

* მოგვიანებით, „რეალმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ ახალი წინადადებით მიმართა – ნეიმარის სანაცვლოდ სთავაზობს ხამეს როდრიგესსა და 165 მილიონ ევროს.

* ორშაბათს, „ბარსელონაში“ გაიმართა დირექტორთა საბჭოს სხდომა, სადაც გადაწყდა ნეიმარის შეძენა. უახლოეს დროში, „პარი სენ-ჟერმენი“ ოფიციალურ წინადადებას მიიღებს.

* ნიკოლა კალინიჩმა, შესაძლოა, დატოვოს „ატლეტიკო“ – მასზე პრეტენზიას „ესპანიოლი“ აცხადებს. ხორვატი აღარ სჭირდება დიეგო სიმეონეს.

იტალია

* წარმატებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ალექსის სანჩესთან დაკავშირებით, რომელიც ოთხშაბათს, დიდი ალბათობით „ინტერის“ ფეხბურთელი გახდება. ლაპარაკია უფასო იჯარაზე, თანაც ხელფასის სამ მეოთხედს ჩილელს „მანჩესტერ იუნაიტედი“ გადაუხდის.

* ალექსის სანჩესის გარდა, „ინტერი“ კიდევ ერთ ჩილელზე – არტურო ვიდალზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ეს ფეხბურთელი „ბარსელონას“ აღარ სჭირდება.

* ოთხი იტალიური კლუბი – „ინტერი“, „ნაპოლი“, „ლაციო“ და „ფიორენტინა“ იბრძვიან ფერნანდო ლორენტესთვის, რომელიც თავისუფალი აგენტია. უფრო ახლოს მიზანთან არის „ლაციო“, რომელმაც უფრო ადრე დაიწყო მოლაპარაკებები ესპანელთან.

* შკოდრან მუსტაფი უახლოეს პერიოდში იჯარით „რომაში“ გაემგზავრება. რომაელები მზად არიან მომავალი წლის ზაფხულში გამოისყიდონ გერმანელი 27 მილიონ ევროდ. „არსენალში“ არავინ არ არის მუსტაფის წასვლის წინააღმდეგი.

ინგლისი

* „მანჩესტერ იუნაიტედი“ მოლაპარაკებები აწარმოებს ერიკ ბაისთან კონტრაქტის გაგრძელებაზე. მოქმედი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულში იწურება.

* „მანჩესტერ იუნაიტედი“ ამ ზაფხულს აღარ დათმობს პოლ პოგბას. „ის დარჩება. ამაში არანაირი ეჭვი არ მეპარება. არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ ის სიამოვნებას იღებს ჩვენს გუნდში თამაშით“, – განაცხადა ოლე-გუნარ სულშერმა.