სასამართლომ დანი ალვეშს ოფიციალურად წაუყენა ბრალი გაუპატიურებაზე #1TVSPORT
ბარსელონას საგამომძიებლო სასამართლომ დაასრულა ბრაზილიელი ფეხბურთელის, დანი ალვეშის საქმის გამოძიება და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ არსებობს 2022 წლის 30 დეკემბერს ბარსელონას ერთ-ერთ ღამის კლუბში ალვეშის მიერ 23 წლის გოგონას გაუპატიურების ყველანაირი ნიშნები, – წერს გაზეთი El Mundo Deportivo.
2 აგვისტოს დანი ალვეშს სასამართლოში მიიყვანენ, სადაც გააცნობენ ბრალდებას და დანიშნავენ სასამართლო მოსმენის თარიღს. ფეხბურთელს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
დანი ალვეში 20 იანვარს დააპატიმრეს. ბარსელონას სასამართლომ ორჯერ უთხრა მას უარი გირაოთი განთავისუფლებაზე. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ბრაზილიელმა მომხდარის სამი ვერსია წარმოადგინა. გარდა ამისა, სასამართლომ გაითვალისწინა ფეხბურთელის ბრაზილიაში გაქცევის რისკი. ამ ქვეყანასთან ესპანეთს არ აქვს ექსტრადაციის შესახებ შეთანხმება.