დანი ალვეშმა მბაპეზე ისაუბრა - ვერ ხვდება, რომ მესი და ნეიმარი მასზე ფენომენალურები არიან #1TVSPORT
დანი ალვეშმა მბაპეზე ისაუბრა - ვერ ხვდება, რომ მესი და ნეიმარი მასზე ფენომენალურები არიან #1TVSPORT

ბრაზილიის ნაკრების მცველმა, დანი ალვეშმა მსოფლიო ჩემპიონატების გამორჩეულ ვარსკვლავებზე Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში პსჟ-ში მისი ყოფილი თანაგუნდელების, კილიან მბაპეს, ლიონელ მესისა და ნეიმარის შესახებ ისაუბრა. ბრაზილიელმა ასევე აღნიშნა, რომ მბაპე ხშირად პასს არ აძლევს თავის თანაგუნგუნდელებს, ნეიმარსა და ლიონელ მესის.

„მბაპე? ის ფენომენია, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაუგია, რომ ვინც მასთან ერთად თამაშობს შეტევაში, მასზე უფრო დიდი ფენომენია. მბაპე მესისა და ნეიმარს პასებს რომ აძლევდეს, წელიწადში თავადაც 150 გოლს გაიტანდა“, – განაცხადა ალვეშმა Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.

იტალიურ გამოცემასთან ბრაზილიელმა მცველმა მესისა და ნეიმარის გამორჩეულ თვისებებზეც ისაუბრა:

„ნეიმარი და მესი უნიკალურები არიან — ისინი ხედავენ და აკეთებენ იმას, რასაც ვერავინ ხედავს და ვერ აკეთებს. დიდმა ფეხბურთელმა ყოველთვის უნდა იცოდეს და გაიგოს, ვისთან ერთად თამაშობს და რომ პარტნიორები შენს თვისებებს ამდიდრებენ“.

კილიან მბაპემ საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 12 გოლი გაიტანა.