სარაგბო კლუბ „ლელოს“ ბაზაზე საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა ჩატარდა
სარაგბო კლუბ „ლელოს“ ბაზაზე საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა ჩატარდა

რაგბის კავშირის გამგეობის წევრებმა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ბაჩო ხურციძის წერილობითი მოთხოვნის შესახებ იმსჯელეს, რომელიც კავშირის პრეზიდენტის არჩევნების გადადებას მოითხოვს. დახურულ სხდომას, რომლის უსაფრთხოებასაც პოლიცია იცავდა,  პრეზიდენტობის ორი კანდიდატი დაესწრო – ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე.

როგორც ცნობილი გახდა, გამგეობის წევრების უმრავლესობის აზრით, არჩევნების გადადების ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, კვირას, გამგეობის კიდევ ერთ სხდომაზე მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები სხვადასხვა მიზეზით რამდენიმეჯერ გადაიდო. უკანასკნელი გადაწყვეტილებით, არჩევნები 30 დეკემბერს უნდა ჩატარდეს.