საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა მესამე გუნდი მეორე ტურში ოლიმპიადის პირველ დაფაზე ითამაშებს
ბათუმში მიმდინარე რიგით 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა მესამე გუნდი მეორე ტურში ოლიმპიადის პირველ დაფაზე ითამაშებს. მესამე ნაკრები, რომლის კაპიტანი კონსტანტინე შანავაა, მეორე ტურში ამერიკის შეერთებული შტატების გუნდს დაუპირისპირდება. ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი რეიტინგის ლიდერია, საქართველოს ვაჟთა ნაკრები კი რეიტინგში 65-ეა.
საინტერესო იქნება საქართველოს ქალთა მესამე გუნდის ასპარეზიც. კაპიტან დავით ზარქუას გუნდი 25 სექტემბერს მესამე დაფაზე გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული გუნდი მეორე ტურში ნორვეგიის, ხოლო მეორე გუნდი შვედეთის ეროვნული გუნდის მეტოქე იქნება.
რაც შეეხება ვაჟთა პირველი გუნდის წევრებს ისინიც გოგონების მსგავსად ნორვეგიის წარმომადგენლებს შეხვდებიან, ხოლო მეორე ნაკრების მეტოქე დანიის ეროვნული გუნდია.