ვახტანგ ქარსელაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფოტოალბომის პრეზენტაცია შედგა [ფოტო]
ვახტანგ ქარსელაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფოტოალბომის პრეზენტაცია შედგა [ფოტო]

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საუკუნის მწვრთნელის, ქართული ჭადრაკის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ვახტანგ ქარსელაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მოწვეული სტუმრები, ვეტერანი მოჭადრაკეები და ვახტანგ ქარსელაძის ნათესავები დაესწრნენ.

სტუმრების წინაშე მოხდა ასევე მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფოტოალბომის პრეზენტაცია, რომლის ერთ-ერთი ავტორიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული ჟურნალისტი ელენე ბილიხოძეა. ფოტოალბომის ინგლისური თარგმანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდის რედაქტორ თამარ ტაბატაძეს ეკუთვნის.

ფოტოალბომში არაერთ ცნობილ ფოტოგრაფთან ერთად გამოყენებულია პირველი არხის ფოტოკორესპონდენტის თამარ ყულუმბეგაშვილის ნამუშევრებიც.